ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ვიზუალი"
Geo | Eng
გახდი ისეთი როგორიც გსურს!

ნიღაბი

ოქროს ნიღაბი +  სახის მასაჟი + სკრაბირება

ფრანგული ბრენდის 999 კარატიან ოქროს ნიღაბი + სახის მასაჟი + სკრაბირება.

ნიღაბი შეიცავს 999 კარატ ოქროს ნატურალურ მტვერს, ზღვის მცენარეებს, კოლაგენს. არ შეიცავს კონსერვანტებს და საღებავს.

იგი ახდენს სახის კანის დატენიანებას და მიკროცირკულაციას, ხელს უწყობს რეგენერაციას და კანის ლიფტინგს, ასევე ებრძვის ანთებით პროცესებს. უნდა აღინიშნოს რომ ოქროს ნიღაბი უძველესი დროიდან მომდინარეობს და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლის.

პროცედურა კომპლექსურია და მოიცავს სკრაბირებას და მასაჟს, რომელთა საშუალებით უმჯობესდება ნიღაბის ეფექტი. პროცედურის შემდგომ თქვენი კანი ხდება ბზინვარე და ხავერდოვანი .

ნიღაბი გათვლილია ყველა ტიპის კანისათვის, მათ შორის მგრძნობიარე კანისთვის.

 

აბრეშუმის ნიღაბი+ სკრაბირება+ მასაჟი

პროცედურა არის კომპლექსური და მოიცავს ფრანგული ბრენდის აბრეშუმის ნიღაბს, სკრაბირებას და მასაჟს. სკრაბირება ახდენს მკვდარი კანის მოშორებას ზედაპირიდან, რაც აუმჯობესებს კანის ზედაპირის იერსახეს. მასაჟი კი ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას და კუნთების ტონუსში მოყვანას.

აბრეშუმის ნიღაბი იდეალურად ედება კანის ზედაპირს. აქვს ღრმა წვდომა და კანის დაჭიმვის ძლიერი ეფექტი. იგი კარგი საშუალებაა ნაოჭების გასწორების და რაც მთავარი ხელს უშლის ახალი ნაოჭების გაჩენას. პროცედურის შემდგომ კანი ხდება გლუვი და ბზინვარე.

 

ბრილიანტის ნიღაბი + სკრაბირება + მასაჟი

ბრილიანტის დაბერების საწინააღმდეგო გამახალგაზრდავები ნიღაბი + სკრაბირება + მასაჟი.

ბრილიანტის ნიღაბი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კანის დაბერების საწინააღმდეგოდ. იგი ხელს უწყობს მიკროცირკულაციას და აფერხებს კანის მოდუნებას. ნიღაბი შეიცავს მინერალურ, მცენარეულ და ბიო-ტექნოლოგიურ ნივთიერებებს, რომლის საშუალებით ხდება კანის გამკვრივება და გაპრიალება.

ბრილიანტის ფხვნილი კანის ზედაპირ ბზინვარეს ხდის.

ნიღაბი გათვლილია ყველა ტიპის კანისათვის.