ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ვიზუალი"
Geo | Eng
გახდი ისეთი როგორიც გსურს!

ნაოჭების საწინააღმდეგო გამაახალგაზრდავებელი თერაპია

ნაოჭების საწინააღმდეგო გამაახალგაზრდავებელი თერაპია (დეკოლტე, სახე) ხელს უწყობს წვრილი და მიმიკური ნაოჭების შემცირებას, კანს ხდის უფრო გლუვს და ბრწყინვალეს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.

პროცედურა მოიცავს:

  • თვალის გარშემო აღმოსავლური საცხით მასაჟს;
  • 25 ტროპიკული მცენარისაგან გამოყვანილ ანტისეპტიკურ ნიღაბს ლაქებისა და პრობლემური კანისათვის ;
  • ანტიმიმიკურ მასაჟს ცხელი ქვებითა და ცივი როლებით;
  • კურკუმას გამაახალგაზრდავებელ ნიღაბს;
  • ნუშის პილინგს;
  • ზედაპირულ წმენდას;
  • ლავანდას დამამშვიდებელ საცხს.