ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ვიზუალი"
Geo | Eng
გახდი ისეთი როგორიც გსურს!

RF ლიფტინგის - სიბერის საწინააღმდეგო პროცედურა

ამ პროცედურის საშუალებით ხდება კანის გაახალგაზრდავება და გადაჭიმვა (ლიფტინგი) 

ოპერაციის გარეშე ხანგრძლივმოქმედი ეფექტით და რეკომენდირებულია 25 წლიდან.

ბიპოლარული რადიოტალღა ეფექტურად ებრძვის კანის მოდუ

ნებას, ნაოჭებს და დაბერების სხვა ნიშნებს. ის მოქმედებს დიათერმულად, რაც ზრდის ქსოვილებში ჟანგბადის შემცველობას, ასევე აჩქარებს უჯრედის მეტაბოლიზმს, აღმოფხვრის კატაბოლურ ნარჩენებს და ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის მჟავის წარმოქნას პროგრესირებადი ლიფტინგის ეფექტით.

პროცედურის შემდეგ ქრება მცირე და საშუალო ზომის ნაოჭები (თვალის გარშემო, ტუჩის ნაოჭები), სწორდება „ფორთოხლის“ და მოდუნებული კანი სხეულზე, მცირდება ან ქრება სტრიები, უმჯობესდება კანის ფერი და სტრუქტურა. ის გამოიყენება ცელულიტის კომპლექსურ მკურნალობაშიც. პროცედურა გრძელდება 25-40 წუთი.