ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ვიზუალი"
Geo | Eng
გახდი ისეთი როგორიც გსურს!

დიოდის ლაზერით ეპილაცია

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ვიზუალი გთავაზობთ დიოდის ლაზერით ეპილაციას ულტრათანამედროვე გერმანული ბრენდის მე_6 თაობის აპარატით `Mediostar Next Pro`.

პროცედურას ატარებენ გერმანიაში სტაჟირება გავლილი, სერტიფიცირებული, გამოცდილი, პროფესიონალი ექიმები.

Mediostar Next Pro წინა მოდელებთან შედარებით ხასიათდება გაუმჯობესებული მონაცემებით. შედარებით მაღალი ენერგია და გრძელი ტალღის სიგრძე საშუალებას იძლევა სელექტიურად უფრო ეფექტურად მოხდეს მოქმედება დერმაში განლაგებულ ყველაზე ღრმა ბიოსამიზნეზე, ამასთანავე კანის სხვა სტრუქტურები ხელშეუხებელი რჩება.

Mediostar Next Pro-ს უპირატესობები:

  • სწრაფი, უმტკივნეულო, უსაფრთხო, ეფექტური;
  • მუშაობს კანის ყველა ფოტოტიპზე (მათ შორის გარუჯულზეც);
  • აშორებს ყველა ფერისა და სისქის თმას;
  • აქვს კანის გაგრილების ინტეგრირებული სისტემა (ყინულის ეფექტი).