ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ვიზუალი"
Geo | Eng
გახდი ისეთი როგორიც გსურს!

კანის მსუბუქი პილინგი

სახის კანის მსუბუქი ქიმიური წმენდა ცნობილია აგრეთვე როგორც გლიკოლის, ალფა-ჰიდროქსილის ან სალიცილის მჟავას პილინგი. გლიკოლის მჟავა, რომელიც გვხვდება შაქრის ლერწამში, სახის კანის მსუბუქი ქიმიური წმენდის დროს ყველაზე ხშირად გამოიყენება. თუმცა ინგრედიენტების არჩევა და მათი გამოყენება პაციენტის კანის მოთხოვნილებების გათვალისწინებითაც ხდება. ამგვარად შეზავებული მასა მხოლოდ მოკლე დროის განმავლობაში რჩება კანზე. ის აცლის კანს ზედა ფენას და აჩენს ახალ, ხავერდოვან ფენას.

ამ პროცედურის შედეგად ხდება ელასტინის და კოლაგენის წარმოების სტიმულირება, რაც ჯანმრთელი და ახალგაზრდა კანის აუცილებელი კომპონენტებია.