ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ვიზუალი"
Geo | Eng
გახდი ისეთი როგორიც გსურს!

უმაღლესი ხარისხის OLOS პროდუქციის სამასაჟო პროცედურები

OLOS-100%-ით ბუნებრივი კოსმეტიკა ტექნოლოგიური კომპონენტების გარეშე ნატურალური პროდუქციის მოყვარულთათვის

სამასაჟო პროგრამები

ოლოსის თალასოთერაპიული ხაზი შიცავს ზღვის წყალს და ზღვის მცენარეებს, პლანქტონსა და ტალახს, რომლებიც მდიდარია მინერალური მარილებით, ოლიგოელემენტებით, პროტეინებით და შაქრით. კომპონენტები აღებულია სენ მიშელის კუნძულიდან ჩრდილოეთ საფრანგეთში, რაც პროდუქტების უმაღლესს ხარისხსა და მაღალეფექტურობას განაპირობებს. OLOS-ის თალასოთერაპიული პროცედურები სხეულისათვის ზღვაზე დასვენების შედეგად მიღებულ საუკეთესო შედეგებს იძლევა. რეკომენდირებულია სხეულის ესთეტიკური პრობლემების გადასაჭრელად: ცელულიტი, ცხიმის დაგროვება და კანის მოდუნება.

აქტიური ინგრედიენტები:

  • ატომიზირებული ზღვის წყალი, წარმოქმნის ოსმოსურ ეფექტს, რითაც უზრუნველყოფს აქტიური კომპონენტების მაღალ შეღწევადობას;
  • Chlorella Vulgaris - ზღვის მწვანე მცენარეები, რომლებიც დიდი ოდენობით შეიცავენ ცილას, ვიტამინებს და მინერალებს, ქლოროფილს, პოლი-უჯერ ცხიმოვან მჟავებს. მათგან მიღებული ამინომჟავები ზღვის წყლის მინერალებთან შეერთებისას აღადგენენ კანის ჰიდრო-ლიპიდურ ბალანსს, იზიდავენ წყალს კანის ზედა ფენებისაკენ და აკავებენ ამ შრეებში, რაც ეპიდერმისის ხანგრძლივ დატენიანებას უზრუნველყოფს;
  • Spacelaria Scoparia - ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ხელს უშლისს ცელულიტის წარმოქმნას და ამცირებს უკვე წარმოქმნილ ცელულიტს. თრგუნავს ადიპოციტების პრეკურსორების დიფერენციაციის პროცესს, ხელს უშლის მათ ადიპოციტებად გარდაქმნას, ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობს ზრდას. კოლაგენის სინთეზის გაძლიერების შედეგად აღადგენს დერმის შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურას.
  • Laminaria Hyperborea - მონაცრისფრო წყალმცენარე ჩრდილოეთის ზღვებიდან, მდიდარია აბსორბციული პოლისაქარიდებით, რაც ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოყვანას უზრუნველყოფს. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას კანსა და კანქვეშა ცხიმოვან უჯრედში, ასტიმულირებს უჯრედების განახლების პროცესებს და აძლიერებს უჯრედის მეტაბოლიზმს;

OLOS-ის პროდუქციის გამოყენებით გთავაზობთ 4 სამასაჟო პროგრამას:

  1. თალასო - ექსფოლაცია / სკრაბის პროცედურა - არბილებს კანს, აცილებს მკვდარ უჯრედებს, გამოყავს ტოქსინები, ამზადებს შემდგომი პროცედურებისათვის. პროცედურა ხორციელდება სასიცოცხლო ფუნქციების გამოსაცოცხლებლად შეფუთვითი მასაჟით. რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანისთვის. რეკომენდირებულია კვირაში 2 პროცედურა თელასო პროგრამის განმავლობაში. ხანგრძლივობა დაახლოებით 1,5 საათი.
  2. თალასო-დრენაჟი - უფრო დახვეწილი სილუეტისა და გაძლიერებული ელასტიურობისათვის. ეს არის ანტიცელულიტური თალასო-თერაპიული სპა პროცედურა, რომლის შედეგადაც ხორციელდება ზედმეტი სითხის გამოდევნა ორგანიზმიდან ზღვის მცენარეების, მინერალების და იოდის შემცველი პროდუქტებით. რეკომენდირებულია კვირაში 2 პროცედურა თელასო პროგრამის განმავლობაში. პროცედურის ხანგრძლივობა 1,5 საათი.
  3. თალასო-გასახდომი - ცხიმოვანი ფენისა და მოცულობის შემცირება, კონტურების გამოკვეთა, ხავერდისებრი კანი. ანტიცელულიტური და გასახდომი თალასოთერაპიული სპა პროცედურა ხორციელდება ზღვის მცენარეების, მინერალების და იოდის შემცველი პროდუქტებით. რეკომენდირებულია კვირაში 2 პროცედურა თელასო პროგრამის განმავლობაში. პროცედურის ხანგრძლივობა 1,5 საათი.
  4. Delizia Di Risso სკრაბის თანხლებით - ორგანიზმის ტოქსინებისაგან გასათავისუფლებლად, კანის კვება-დატენიანებისა და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოსადევნად. Delizia Di Riso - ბრინჯისა და ნუშის დელიკატესი სხეულისათვის, სკრაბირებისა და დაუვიწყარი ნიღაბის პროცედურა სრულფასოვანი მასაჟის თანხლებით. სხეულის სასიცოცხლო ფუნქციების გამომაცოცხლებელი სკრაბის პროცედურა + ბრინჯის ფქვილისა და ნუშის დამარბილებელ ნიღაბში შეფუთვა + 30 წთ მასაჟი კანის ელასტიურობის ამამაღლებელი ბრინჯის დნობადი კრემით თანხლებით. რეკომენდირებულია კვირაში 2 პროცედურა თელასო პროგრამის განმავლობაში. პროცედურის ხანგრძლივობა 1,5 საათი.