ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ვიზუალი"
Geo | Eng
გახდი ისეთი როგორიც გსურს!

გალვანიზაცია გალვანური დენებით თერაპია.

პროცედურის დროს ხდება დაბალი სიმძლავრის და ძაბვის მუდმივი დენით ზემოქმედება გარკვეულ უბანზე. შედეგად იზრდება ფერმენტების ორგანიზმზე ზემოქმედების სიჩქარე და ხარისხი, აქტიურდება სისხლის და ლიმფის მიმოქცევა, ნივთიერებათა ცვლა, ქსოვილების ტროფიკა, დადებითად მოქმედებს პერიფერიულ ნერვულ დაბოლოებებზე, აღადგენს სისხლის და ლიმფური სადინარების კედლების ელასტიურობასა და გამტარიანობას.

პროცედურა გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • კანის ლიფტინგის მიზნით, აუმჯობესებს კანის ფერს, ახდენს კანის დატენიანებას შიგნიდან;
  • სახის ოვალის კორექციისათვის;
  • სახეზე ნაოჭების პროფილაქტიკისა და კორექციისათვის;
  • ჰიპერპიგმენტაციების დროს, მის შესამცირებლად;
  • ცხიმოვანი და პრობლემური კანის სამკურნალოდ;
  • აკნეს, სებორეის დროს;
  • კანის ცხიმიანობის შესამცირებლად;
  • ატოპიური დერმატიტის მკურნალობისას (ამცირებს ქავილის შეგრძნებას და ალერგიის სხვა გამოვლინებებს);
  • სახის ანთებითი შეშუპების მოსახსნელად;
  • კუნთების ტონუსისა და ლიფტინგისათვის;
  • ანტიცეცულიტური პროგრამის კომპლექსში;
  • მოდუნებული კანის კორექციისათვის;