ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ვიზუალი"
Geo | Eng
გახდი ისეთი როგორიც გსურს!

სახის ღრმა წმენდა

ძალიან მნიშვნელოვანია რომ სახის ღრმა წმენდა ჩატარდეს საჭიროებისამებრ. ეს არის პროცედურა, რომელიც მოიცავს მკვდარი ეპითელური უჯრედებისა და კომედონების მოშორებას. ფორებში მოხვედრილი მტვრის ნაწილაკები მასში არსებულ ცხიმთან ერთად , რომელიც ფიზიოლოგიურად გამოიყოფა ფორებიდან იწვევენ სახეზე შავი წერტილების წარმოქმნას, რომელიც ვიზუალურად არცთუ ისე ესთეტიურია . ხშირად ხდება ანთებითი პროცესებით გართულება რომელიც დიდ სტრეს წარმოადგენს პაციენტისთვის . ასეთ დროს მკურნალობასთან ერთად ხშირად გვჭირდება სახის წმენდა.

ნორმალურ შემთხვევაში, როდესაც გამონაყარი არ გვაწუხებს სახის წმენდის ჩატარება რეკომენდირებულია წელიწადში 2-3 ჯერ. იმისათვის, რომ მოხდეს კანის განახლება , მოშორდეს კანს მკვდარი უჯრედები. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აწუხებს გამონაყარი სახის წმენდის საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი .