ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ვიზუალი"
Geo | Eng
გახდი ისეთი როგორიც გსურს!

დარსონვალიზაცია

დარსონვალიზაცია წარმოადგენს აკნეს და ცხიმიანი კანის ფიზიომკურნალობის მეთოდს. პროცედურის დროს ხდება მაღალი სიხშირის და დაბალი სიმძლავრის, ცვლადი იმპულსური ელექტრული ველის მოქმედება კანზე. იგი ასტიმულირებს კანს, ამცირებს ცხიმიანობას, აუმჯობესებს სისხლის და ლიმფურ მიმოქცევას, ხელს უწყობს კანის ჟანგბადით გაჯერებას და აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება. გამოიყენება აკნეს ტიპის კანის მკურნალობის პროცესში.

დარსონვალიზაცია გამოიყენება თმის ცვენის მკურნალობისთვის. ის ერთ ერთი დამხმარე თერაპიაა თმის ბუდობრივი და ტოტალური ალოპეციის სამკურნალოდ.