ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ვიზუალი"
Geo | Eng
გახდი ისეთი როგორიც გსურს!

კოსმეტიკური პროცედურები Swissline-ის პროდუქციით

  • კანის აღდგენის / ჟანგბადით გამდიდრების პროცედურა:
    • (ინოვაციური უჯრედული კომპლექსები მნიშვნელოვნად აჩქარებს კანის რეგენერაციას, ამცირებს კანის კუმულაციურ დაზიანებას - ასაკობრივი დაბერების ნიშნებს, აღადგენს კანის ჯანსაღ ბალანსს და ახალგაზრდულ იერს)
  • კანის მატენიანებელი / გამომაცოცხლებელი პროცედურა:
    • (ღრმად და ხანგრძლივად ატენიანებს, კვებავს და ატონიზირებს კანს; შვეიცარულ ალპურ მცენარეთა ანტიტოქსიკური ექსტრაქტები გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან იცავს და ახალგაზრდობას უნარჩუნებს კანს)
  • კანის გამაახალგაზრდავებელი პროცედურა:
    • (ხელს უწყობს კანის ელასტიკური ქსოვილის შენარჩუნებას და ახდენს ნაოჭების სწრაფ და თვალსაჩინო კორექციას; იდეალურია მიმიკური ნაოჭების პრევენციისთვის)
  • ალპების ჯადოსნური ძალა:
    • უძველესი, ექსკლუზიური მეთოდით მოპოვებული ექსტრაქტები ალპურ მცენარეთა სასიცოცხლო ძალებს გადასცემს კანის უჯრედებს. საკვები ნივთიერებების, დამცავი აგენტებისა და მატენიანებელი ფაქტორების იდეალური კომბინაცია ბუნებრივ „ეკოსისტემას“ აღუდგენს კანს.
  • ცხიმიანი კანის სამკურნალო / მატენიანებელი პროცედურა:
    • (შესანიშნავად უმკლავდება ჭარბ ცხიმიანობას და აკნეს, აცხრობს ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებას, ავიწროებს ფორებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ფერს, წმენდს და ჯანსაღ იერს სძენს უსუფთაო კანს) კანის დამაწყნარებელი / სიწითლის საწინააღმდეგო პროცედურა: (განკუთვნილია მგრძნობიარე კანისთვის; აცხრობს კანის გაღიზიანებას, ამცირებს ალერგიულ რეაქციებს, მკურნალობს ანთებით პროცესებს და სიწითლეს)
  • კანის გამაღიავებელი / გამაახალგაზრდავებელი პროცედურა:
    • (აფერხებს კანის დაბერების პროცესს, ებრძვის ჭარბ პიგმენტაციას და ასაკობრივ ლაქებს, აღადგენს ულტრაისფერი სხივებით დაზიანებულ კანს და აძლიერებს კანის იმუნურ სისტემას)
  • დეზინკრუსტაცია:
    • (ეფექტიანად წმენდს და მკვდარი უჯრედებისგან ათავისუფლებს, ამშვიდებს კანს; იდეალურია ძალზე მგრძნობიარე და ძალზე გამომშრალი ან დაბინძურებული კანისთვის) სახის კანის განახლება (კანის „პილინგი“ ალფა ჰიდროქსიმჟავებით შლის კანის მკვდარ უჯრედებს და ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, აღადგენს კანის ელასტიურობას და ტენიანობას, ამცირებს კანის დეფექტებსა და ნაოჭებს)
  • სახის ნიღბები:
    • (SWISSLINE - ის ნიღბები სხვადასხვა ტიპის კანისთვის დანიშნულებისამებრ აგვარებს კანის ინდივიდუალურ პრობლემებს - ებრძვის დაღლილობის და სტრესის ნიშნებს, კვებავს და ატენიანებს კანს, აცხრობს კანის გაღიზიანებას და ანთებით პროცესებს, ზრდის კანის ტონუსს, სიმკვრივეს და ელასტიურობას)