ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ვიზუალი"
Geo | Eng
გახდი ისეთი როგორიც გსურს!

ქიმიური პილინგი

ქიმიური პილინგი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, ეს არის სახის კანის ამქერცლავი პროცედურა ,რომლის დროსაც გამოიყენება სხვადასხვა სახის მჟავებზე დამზადებული ხსნარები . მჟავების კონცენტრაციას განსაზღვრავს ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი პაციენტის სახის კანის ტიპიდან გამომდინარე. ქიმიური პილინგის დროს ხდება კანის აშრევება რის ხარჯზეც ხდება კანის რეგენერაციის გააქტიურება.

პილინგი გამოიყენება : პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ, აკნეს და აკნეს შემდგომი ნაწიბურების სამკურნალოდ, აუმჯობესებს კანის ფერს , ასწორებს წვრილ ნაოჭებს.

პრეპარატი განსხვავებულია როგორც ჩვენებების, ასევე ასაკის მიხედვით.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საკმარისია 5 პროცედურა. არსებული პრობლემის მიხედვით შესაძლებელია შედეგის მიღება უფრო ნაკლები რაოდენობის პროცედურის ჩატარებით. ამის განსაზღვრა მოხდება ექიმ-კოსმეტოლოგის მიერ.