ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ვიზუალი"
Geo | Eng
გახდი ისეთი როგორიც გსურს!

ბიორევიტალიზაცია

ქალბატონებო, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ვიზუალი გთავაზობთ სახის კანის მოვლის პოპულარულ ინექციურ პროცედურას ბ ი ო რ ე ვ ი ტ ა ლ ი ზ ა ც ი ას, რომელსაც ჩაგიტარებთ გამოცდილი და პროფესიონალი ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი.

შედეგის მისაღებად ბიორევიტალიზაცია საჭიროებს ნაკლებ პროცედურას დიდი ინტერვალებით, ასევე აქვს მყისიერი ეფექტი. კვლევებზე და პაციენტებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ ბიორევიტალიზაციას აქვს გაჯერების ეფექტი და ატენიანებს სახის კანს ხანმოკლე დროში ხანგრძლივი შედეგით.

პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო, ამიტომ არ საჭიროებს გაუტკივარებას. თუმცა ზოგჯერ სხეულის გარკვეულ ადგილებზე ექიმმა შესაძლებელია გამოიყენოს გამაყუჩებელი კრემი. ამ პროცედურის დროს არ ხდება ალერგიული რეაქციის გამოვლინება, რადგან ინექცირებული ჰიალურონის მჟავა სრულიად შეესაბამება ადამიანის სხეულში არსებულს.

ბიორევიტალიზაცია გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს:

  • მშრალი კანი;
  • კანის ძლიერი დეჰიდრატაცია;
  • პიგმენტური ლაქები;
  • კანის ელასტიურობის ან სიმკვრივის შემცირება ან დაკარგვა;
  • ლაზერული და ქიმიური პილინგის შემდეგ;
  • კანის ნაადრევი დაბერება გარემო ფაქტორების ან მავნე ჩვევების გავლენით;
  • რეაბილიტაცია პლასტიკური ოპერაციის შემდეგ;
  • თვალის, ცხვირ-ტუჩის და სახის კონტურების ნაოჭები და დეკოლტე;
  • თვალის გარშემო სიმუქე;
  • კანის ფერის გაუარესება;
  • გაფართოებული სახის ფორები;
  • სებორეული დერმატიტი;

აკნე და აკნეს შემდგომი ნაწიბურების მკურნალობა