ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ვიზუალი"
Geo | Eng
გახდი ისეთი როგორიც გსურს!

ანტიცელულიტური მასაჟი

ყველა ქალისთვის არასასურველი სიტყვა ცელულიტი ლათინური სიტყვა „Cell“-დან მომდინარეობს და ნიშნავს უჯრედს. ცელულიტი შემაერთებელი ქსოვილის სისუსტეა. ის უმეტესად ქალებს აწუხებთ, რადგანაც ქალის შემაერთებელ ქსოვილს ნაკლებად თანაბარი სტრუქტურა აქვს. სხეულის განსაზღვრულ ადგილებზე ცხიმოვანი ქსოვილები გაცილებით ჭარბად ვითარდება, რასაც თან სდევს კანზე ღრმულებისა და ბურცობების გაჩენა. ამ პროცესის განვითარებას ხელს უწყობს არარაციონალური კვება, მცირე ფიზიკური აქტივობა, მოჭერილი ტანსაცმელი, რომელიც ლიმფის და სისხლის მიმოქცევის შეფერხებას იწვევს, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, თანმხლები დაავადებები, ორსულობა.

ყველა ფიქრობს, როგორ აარიდოს თავი ან მოიცილოს ცელულიტი.

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ვიზუალი" გთავაზობთ ამ პრობლემიდან თავის დაღწევის საშუალებას ანტიცელულიტურ პროცედურას, რომელიც ტარდება მაღალ პროფესიონალურ დონეზე და გამოიყენება უმაღლესი ხარისხის პროდუქტები.

პროცედურის დროს უმჯობესდება მიკროცირკულაცია, რაც დროთა განმავლობაში უზრუნველყოფს პრობლემურ ზონებში ცელულიტის დარბილებას და შემდგომ მის შემცირებას.
ხდება ზემოქმედება უშუალოდ ცხიმოვან უჯრედებზე,რაც იწვევს მათ რღვევას. კრემის წყალობით ხორციელდება კოლაგენისა და ელასტინის აღდგენა, რაც კანს უბრუნებს ჯანსაღ იერს, სიმკვრივეს და ელასტიკურობას.
ანტიცელულიტური მასაჟის დროს ლიმფოდრენაჟი ხელს უწყობს შეშუპების მოხსნას, გათხევადებული ცხიმის, შლაკებისა და ტოქსინების (ცელულიტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი) გამოდევნას პრობლემური ზონებიდან.

რეკომენდირებულია 10-12 პროცედურა.